რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ის სენატმა კონგრესს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა

17.05.25 16:41
რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ის სენატმა კონგრესს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა

სტამბოლში რუსეთ-უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ის სენატმა კონგრესს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა", - ამის შესახებ დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი და რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი აცხადებენ.

პუტინი გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის პროცესის გაჭიანურებას, სანამ მის ეკონომიკას სერიოზულ დარტყმას არ მივაყენებთ – ფინანსური იზოლაციის ჩათვლით“, – განაცხადა რიჩარდ ბლუმენტალმა.

ლინდსი გრემმა, რომელიც მიმდინარე კვირაში თურქეთში, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იმყოფებოდა, კონგრესს კანონპროექტის მიღებისკენ მოუწოდა.

რუსეთის თამაშებზე როდესაც არის საუბარი, დროა, ვთქვათ: საკმარისია“, – აღნიშნა ლინდის გრემმა.

შეგახსენებთ,  გუშინ 16 მაისს,სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკება გაიმართა.

მსგავსი სიახლეები