ნიუ-იორკში ბრუკლინის ხიდს სამხედრო ხომალდი დაეჯახა - არიან დაშავებულები
მექსიკის ფლოტის გემი, რომელშიც 277 ადამიანი იმყოფებოდა, ბრუკლინის ხიდს დაეჯახა. მგზავრების ნაწილი მდინარე ისტ რივერში ჩავარდა, ინციდენტის გამო არიან დაშავებულეიც. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
ნიურ-იორკის მერი ერიკ ადამსი აცხადებს, რომ სულ მცირე 19 ადამიანი ამჟამად მძიმე ან კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამავდროულად, კომისარმა იდანის როდრიგესმა თქვა, რომ ქალაქის ტრანსპორტის დეპარტამენტმა ხიდის მნიშვნელოვანი დაზიანება ვერ აღმოაჩინა.
სასწავლო გემი „Cuauhtemoc“ ყოველწლიური გლობალური ტურის ფარგლებში ნიუ-იორკში იმყოფებოდა. გემით 15 ქვეყანაში 22 პორტის მონახულება იყო დაგეგმილი, მათ შორის იამაიკაში, კუბაში, ისლანდიასა და საფრანგეთში.