ტრამპი პუტინთან და ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს აანონსებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორშაბათს, 19 მაისს დაურეკავს რუსეთის დიქტატორ ვლადიმერ პუტინს და უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის. ამის შესახებ მან თავის სოციალურ ქსელში Truth Social-ში დაწერა.
ორშაბათს, დილის 10:00 საათზე, ტელეფონზე ვესაუბრები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. საუბრის თემები იქნება სისხლისღვრის დასრულება, რომელიც კვირაში საშუალოდ 5000-ზე მეტ რუს და უკრაინელ ჯარისკაცს კლავს. საუბარი შეეხება ვაჭრობასაც, - აღნიშნა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა.
ამის შემდეგ, ტრამპის თქმით, ის ისაუბრებს ზელენსკისთან და შემდეგ პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ნატოს სხვადასხვა წევრებთან.
იმედია, ეს იქნება პროდუქტიული დღე, იქნება ცეცხლის შეწყვეტა და დასრულდება ეს ძალიან სასტიკი ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო. ღმერთმა დალოცოს ყველა!!!, - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.