ოკუპანტებმა ღამით კიევის რეგიონს შეუტიეს - დაღუპულია 28 წლის ქალი, არიან დაშავეულებიც

18.05.25 10:32
ოკუპანტებმა ღამით კიევის რეგიონს შეუტიეს - დაღუპულია 28 წლის ქალი, არიან დაშავეულებიც

18 მაისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა კიევის რეგიონს დრონებით შეუტიეს.  დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.

როგორც კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია იტყობინება, 06:10 საათისთვის გოლოსეევსკის რაიონში ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის ნამსხვრევების ჩამოვარდნა დაფიქსირდა.

დაზიანებულია არასაცხოვრებელი შენობის სახურავი. ხანძარი და მსხვერპლი არ არის. ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ. ამავდროულად, საფრთხე ისევ არსებობს. კიევის გარეუბანში მტრის უპილოტო თვითმფრინავების აღრიცხვა გრძელდება. განგაშის დასრულებამდე დარჩით თავშესაფრებში,  - ნათქვამია განცხადებაში.

ამავდროულად, კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნიკოლაი კალაშნიკმა განაცხადა, რომ კიევის ოლქის ობუხოვის რაიონში მტრის თავდასხმის შედეგად 28 წლის ქალი დაიღუპა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, დაშავებულია 59 წლის მამაკაცი, 61 წლის ქალი და 4 წლის ბავშვი.

ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ. დაშავებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა,- აღნიშნა კალაშნიკმა.

მსგავსი სიახლეები