ვატიკანში ახალი რომის პაპის აღსაყდრების ცერემონია იმართება

18.05.25 12:16
ვატიკანში ახალი რომის პაპის აღსაყდრების ცერემონია იმართება

ვატიკანში ახალი რომის პაპ ლეო XIV-ის აღსაყდრების ცერემონია (ინაუგურაცია) მიმდინარეობს. პონტიფმა უკვე გაიარა პაპმობილით წმინდა პეტრეს მოედანზე, რის შემდეგაც საზეიმო მესას აღავლენს. 

ცერემონიას უცხო სახელმწიფოების მეთაურები, კარდინალები და სხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლები ესწრებიან. სტუმრებს შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ბრიტანეთის პრინცი ედუარდი, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზე არიან.

მესის დასრულების შემდეგ, ახალი პონტიფიკოსი მორწმუნეებს პირველი ოფიციალური გზავნილით მიმართავს, რომელშიც თავისი მსახურების პრიორიტეტებს დასახავს.

დიდი ღონისძიების დროს წესრიგის უზრუნველსაყოფად ვატიკანში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.

მსგავსი სიახლეები