ტრამპისტი პროევროპელის წინააღმდეგ - რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

18.05.25 12:39
ტრამპისტი პროევროპელის წინააღმდეგ - რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელსაც ქვეყნის ისტორიაში გარდამტეხ მომენტად აფასებენ. ულტრამემარჯვენე რუმინელთა გაერთიანებისთვის ალიანსის ლიდერი ჯორჯ სიმონი, რომელიც ცნობილია თავისი ნაციონალისტური შეხედულებებითა და დონალდ ტრამპისადმი სიმპათიით, პრეზიდენტობისთვის კონკურენციას უწევს ბუქარესტის ამჟამინდელ მერს, ცენტრისტ ნიკუსორ დენს.

რუმინეთში ეს უკვე პრეზიდენტის არჩევის მეორე მცდელობაა: საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა წინა არჩევნების შედეგები, რომელშიც პირველ ტურში ლიდერობდა ულტრანაციონალისტი კალინ ჯორჯესკუ, რომელიც ეჭვმიტანილი იყო მოსკოვთან კავშირში.

მსგავსი სიახლეები