პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური იმართება

18.05.25 14:03
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური იმართება

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური იმართება. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ვარშავის პროევროპელი მერის, 53 წლის რაფალ ტრზასკოვსკის გამარჯვება (მემარჯვენე ცენტრისტული პარტია სამოქალაქო პლატფორმიდან), გზას გაუხსნის პრემიერ მინისტრ დონალდ ტუსკის მთავრობის რეფორმებს.

თუ გაიარჯვებს ეროვნულ-კონსერვატიული შეხედულებების მქონე 42 წლის კაროლ ნავროკი, მაშინ შეიძლება ველოდოთ იმ წინააღმდეგობის გაგრძელებას, რომელიც პრეზიდენტის სასახლიდან კონტროლდებოდა და რომელიც პარალიზებულია მას შემდეგ, რაც წელიწადნახევდრის წინ ტუსკმა თანამდებობდა დაიკავა. ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს მეთაური ანჯეი დუდა თანამდებობას დატოვებს.

ბოლო გამოკითხვებში ტრზასკოვსკი ლიდერობდა, მან ხმების 30% მოიპოვა. ნავროკიმ მიიღო დაახლოებით 25%, მას მოჰყვება ულტრამემარჯვენე კანდიდატი სლავომირ მენცენი 12%-ით, - წერს AFP.

მსგავსი სიახლეები