თეთრ სახლში კამათის შემდეგ ზელენსკი და ვენსი ერთმანეთს პირველად ვატიკანში შეხვდნენ (ფოტო)

18.05.25 16:41
თეთრ სახლში კამათის შემდეგ ზელენსკი და ვენსი ერთმანეთს პირველად ვატიკანში  შეხვდნენ (ფოტო)

18 მაისს, ვატიკანში, რომის პაპ ლეო XIV-ის აღსაყდრების ცერემონიაზე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს ჯ.დ. ვენსს შეხვდა.

28 თებერვალს, თეთრი სახლის ოვალურ ოთახში ემოციური კამათის შემდეგ ისინი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. 

ფოტოზე ასახულია, რომ უკრაინის პრეზიდენტი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ერთმანეთს ხელს ართმევენ.

როგორც ცნობილია, კღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. საერთო ჯამში, ცერემონიას ესწრება 150-ზე მეტი საერთაშორისო დელეგაცია მონარქების, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით.

მსგავსი სიახლეები