ჯო ბაიდენს სიმსივნე აღმოუჩინეს - NYT

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს პროსტატის სიმსივნის აგრესიული ფორმა აქვს. ამის შესახებ New York Times-ი ამერიკელი ყოფილი ლიდერის პრესმდივანზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, დიაგნოზი დაისვა მას შემდეგ, რაც ექიმებმა აღმოაჩინეს პატარა კვანძი, რომელიც შემდგომ შეფასებას საჭიროებდა:
მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადების უფრო აგრესიული ფორმაა, კიბო, როგორც ჩანს, ჰორმონებისადმი მგრძნობიარეა, რაც მას განკურნებადს ხდის. პრეზიდენტი და მისი ოჯახი ექიმებთან ერთად განიხილავენ მკურნალობის ვარიანტებს, - წერს გამოცემა.