საპრეზიდენტო არჩევნები პოლონეთში: ეგზიტპოლის პირველი მონაცემები უკვე ცნობილია

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვარშავის მერი რაფალ ტრზასკოვსკი და ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტის ხელმძღვანელი კაროლ ნავროცკი გადადიან. ამის შესახებ RAP Ipsos ეგზიტპოლზე დაყრდნობით იტყობინება.
აღნიშნულია, რომ ტრზასკოვსკიმ ხმების 30,8% მიიღო, ხოლო ნავროცკიმ - 29,1%. შემდეგი ადგილები, ეგზიტპოლის მიხედვით, დაიკავეს გჟეგორზ ბრაუნმა (6,2%), ადრიან ზანდბერგმა (5,2%) და შიმონ გოლავნიამ (4,8%).
ტრზასკოვსკი მმართველი სამოქალაქო კოალიციის პარტიამ წარადგინა. ნავროცკის მხარს უჭერს მემარჯვენე კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართალი“.
არჩევნების მეორე ტური 1 ივნისს არის ჩანიშნული.