როდის შედგება პუტინის და ტრამპის სატელეფონო საუბარი - კრემლში ზუსტი დრო დაასახელეს

19.05.25 14:17
როდის შედგება პუტინის და ტრამპის სატელეფონო საუბარი - კრემლში ზუსტი დრო დაასახელეს

ვლდიმერ პუტინის და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარი დღეს 17:00 საათზე შედგება. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი იუწყება. პესკოვმა სტამბულში გამართული მოლაპარაკებების ფონზე ორი ქვეყნის ლიდერის დაანონსებულ საუბარს მნიშვნელოვანი უწოდა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ პუტინისა და ტრამპის შესაძლო შეხვედრა დამოკიდებულია მათ პირად შეთანხმებებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის კარგად უნდა იყოს მომზადებული.

პესკოვმა ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინის ომზე და განაცხადა, რომ რუსეთი „მიაღწევს თავის მიზნებს, მაგრამ სასურველია მათი მიღწევა პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მოხდეს. 

მსგავსი სიახლეები