ტრამპი პუტინთან საუბრამდე ზელენსკის ტელეფონით ელაპარაკა
აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინთან დალაპარაკებამდე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.
Єдині новини-ის წყაროს თანახმად, ტრამპი და ზელენსკი შეთანხმდნენ, რომ პუტინისა და ტრამპის საუბრის შემდეგ ტელეფონით კვლავ ელაპარაკათ.
მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 მაისს Truth Social-ზე დაწერა, რომ ორშაბათს, 19 მაისს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს.