დიდი ფული ბაზრობებიდან - ვინ ავსებს რეჟიმის სალაროს

19.05.25 20:13
დიდი ფული ბაზრობებიდან - ვინ ავსებს რეჟიმის სალაროს

1380 ათასი ლარი - ეს არის თანხა, რომელიც "ქართულმა ოცნებას" მხოლოდ აპრილში აჩუქეს. ეს ფული ოლიგარქის გუნდმა 29 შემომწირველისგან მიიღო. აპრილში როგორც ჩანს, "ქართული ოცნებისთვის" სამიზნე ბაზრობები იყო. სიის შეხედვისთანავე ძალიან მკაფიოა, რომ ფულის ჩუქება ბიზნესმენებმა ჯგუფ-ჯგუფად გადაწყვიტეს. "ლილო მოლის" და ე.წ ვაგზლის ბაზრობის მეწილეები ჩამწკრივდნენ და მილიონზე მეტი "ოცნებას" ერთმანეთის მიყოლებით აჩუქეს.

აპრილის მეორე ნახევარში "ლილო მოლის" მეწილეებმა ერთდროულად გადაწყვიტეს 60-60 ათასი ლარი ივანიშვილის პარტიისთვის ეჩუქებინათ. ეს ის მაქსიმალური თანხაა, რომლის ერთ წელში გაღებაც შეუძლიათ. "ლილო მოლი" "ოცნების" ერთგული დამფინანსებელია. მათ შორის ვაჟა უსანეთაშვილიც, რომელსაც 400 ათასზე მეტი აქვს შეწირული პარტიისთვის. მას ვკითხეთ, დაავალეს თუ არა ფულის მობილიზება?! უსანეთაშვილი მაშინვე გინებაზე გადავიდა.

აპრილში გაახსენდათ ქართული ოცნების დაფინანსება "ვაგზლის ბაზრობის" მფლობელებსაც. მუხრან, ლაშა და თეონა ბაგრატიონებმა 55-55 ათასი ლარი ჩაურიცხეს ივანიშვილის პარტიას. ყველამ 17 აპრილს. ეს შემთხვევითობა ვერ იქნება. მკვლევარები დარწმუნებულები არიან, რომ ეს ორგანიზებულად თანხის მობილიზება პარტიის ანგარიშებზე, სანაცვლოდ კი ბიზნესი სარგებელს სახელმწიფო რესურსების ხარჯზე იღებს.

შემომწირველებში აპრილში ბაზრობების მფლობელები ლიდერობენ. თუმცა დამფინანსებლების სიაში არიან ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებული ღვინის კომპანიებიც. ერთგული შემომწირველები ის ბიზნესმენები არიან, ვინც სახელმწიფოსგანაც არ რჩება პასუხის გარეშე და ხან სუბსიდიებს იღებს, ხან ლარად პრივატიზებულ ქონებას.

ოცნების ფული ბაზრობებიდან - ლიკა ჯანყარაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები