დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ესაუბრება

19.05.25 19:26
დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ესაუბრება

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს, - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი თეთრი სახლიში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კეროლაინ ლევიტის ცნობით, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დასრულების  შემდეგ დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკავს.

საუბრამდე რამდენიმე ხნით ადრე, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები უკრაინაში მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით ჩიხშია შესული და რომ "პუტინმა არ იცის როგორ დააღწიოს თავი ამ ომიდან."

 

მსგავსი სიახლეები