ტრამპსა და პუტინს შორის საუბარი დასრულდა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინის შრის გამართული 2-საათიანი სატელეფონო საუბარი დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
როგორც პუტინმა მედიასთან აღნიშნა, საუბარი იყო "შინაარსიანი, გულწრფელი და ძალიან სასარგებლო". რუსეთის პრეზიდენტმა გამოცემის ცნობით, მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებაში აშშ-ის მონაწილეობისთვის.
ამასთან, პუტინის მტკიცებით, მოსკოვი მხარს უჭერს საომარი მოქმედებების შეწყვეტას, მაგრამ "აუცილებელია მშვიდობისკენ ყველაზე ეფექტური გზების შემუშავება".
მთავარი გზავნილები, რომელიც პუტინმა ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერა:
- პუტინის თქმით, ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე თავისი პოზიცია გამოთქვა;
- უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტა შესაბამისი შეთანხმებების მიღწევის შემდეგ შესაძლებელია;
- რუსეთისა და უკრაინის მემორანდუმებში შესაძლოა შევიდეს ცეცხლის შეწყვეტისა და დარეგულირების საკითხები;
- რუსეთმა და უკრაინამ უნდა იპოვონ კომპრომისები, რომელიც ორივე მხარეს აწყობს;
- კონტაქტის აღდგენა სტამბულში მოწმობს, რომ ორივე მხარე მთლიანობაში სწორ მხარეს დგას;