პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა განცხადება გაავრცელა – რას წერს ამერიკის პრეზიდენტი

"რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტასა და, რაც მთავარია, ომის დასრულებაზე", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში, მას შემდეგ დაწერა, რაც ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.
როგორც ტრამპი წერს, რუსეთს სურს ფართომასშტაბიანი ვაჭრობა შეერთებულ შტატებთან, როდესაც ეს "კატასტროფული სისხლის ღვრა დასრულდება", ტრამპის თქმით, ამას თავადაც ეთანხმება.
ახლახან დავასრულე ჩემი ორსაათიანი სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. მჯერა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტასა და, რაც მთავარია, ომის დასრულებაზე. ამის პირობები ორ მხარეს შორის მოლაპარაკების გზით შეთანხმდება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რადგან მათ იციან მოლაპარაკებების დეტალები, რომელთა შესახებაც სხვამ არავინ იცის.
საუბრის ტონი და სულისკვეთება შესანიშნავი იყო. თუ ასე არ იქნებოდა, ამას ახლავე ვიტყოდი და არა მოგვიანებით. რუსეთს სურს ფართომასშტაბიანი ვაჭრობა შეერთებულ შტატებთან, როდესაც ეს კატასტროფული "სისხლის ღვრა" დასრულდება და მეც ამას ვეთანხმები.
რუსეთს უზარმაზარი შესაძლებლობა აქვს შექმნას უზარმაზარი სამუშაო ადგილები და სიმდიდრე. მისი პოტენციალი შეუზღუდავია. ანალოგიურად, უკრაინას შეუძლია დიდი ბენეფიციარი იყოს ვაჭრობის კუთხით, ქვეყნის აღდგენის პროცესში.
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება. ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინთან საუბრისთანავე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონის, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცსა და ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს ვაცნობე. ვატიკანმა, რომელსაც პაპი წარმოადგენს, განაცხადა, რომ ძალიან დაინტერესებული იქნებოდა მოლაპარაკებების მასპინძლობით. დაე, პროცესი დაიწყოს", - წერს დონალდ ტრამპი.
ცნობისთვის 2 საათიანი მოლაპარაკებების შესახებ წერს ვლადიმერ პუტინიც. მთავარი გზავნილები, რომელიც დიქტატორმა ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერა ნახეთ აქ.