სუმის ოლქიდან 52 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული - სამხედრო ადმინისტრაცია

20.05.25 10:09
სუმის ოლქიდან 52 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული - სამხედრო ადმინისტრაცია

უკრაინის სუმის ოლქის 202 დასახლებული პუნქტიდან 52 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, - ამის შესახებ საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ გრიგოროვმა Suspilne-ის ეთერში განაცხადა.

გარდა ამისა, მისი თქმით ამჟამად რეგიონში 21 000-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, 10 000-ზე მეტი კი - გაზის გარეშე.

გრიგოროვის ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში სუმის ოლქში მტრის თავდასხმებს 13 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები