"ეშმაკი დეტალებშია" - პესკოვის თქმით, მოსკოვსა და კიევს მემორანდუმთან დაკავშირებით "რთული კონტაქტები ელით"

20.05.25 10:13
"ეშმაკი დეტალებშია" - პესკოვის თქმით, მოსკოვსა და კიევს მემორანდუმთან დაკავშირებით "რთული კონტაქტები ელით"

"ეშმაკი დეტალებშია" - რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვსა და კიევს სამშვიდობო ხელშეკრულებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მემორანდუმის ერთიანი ტექსტის შემუშავების კუთხით რთული კონტაქტები ელოდებათ.

„პროექტები ფორმულირდება როგორც რუსული, ასევე უკრაინული მხარის მიერ, მოხდება ამ დოკუმენტების პროექტების გაცვლა, შემდეგ კი იქნება რთული კონტაქტები ერთიანი ტექსტის შესამუშავებლად. ვადები არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. ცხადია, ყველას სურს ამის რაც შეიძლება სწრაფად გაკეთება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეშმაკი დეტალებშია“, - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს ესაუბრა. ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან მემორანდუმზე მუშაობისთვის, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ.

მსგავსი სიახლეები