რა შემთხვევაში გავა აშშ სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან - რას ამბობს ტრამპი
CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით პროგრესს ვერ დაინახავს, აშშ მოლაპარაკებებიდან გავა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, პუტინთან 2-საათიანი სატელეფონო საუბრის დროს, კრემლის ლიდერს პირდაპირ ჰკითხა: "როდის დაასრულებს ამ სისხლისღვრას"
მისივე თქმით, პუტინთან საუბრის დროს "გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს".
"აქ ძალიან დიდი ეგოები არსებობს, თუმცა ვფიქრობ, რომ რაღაც მოხდება. თუმცა, თუ არ მოხდება, მე უბრალოდ გავალ და მათ გაგრძელება მოუწევთ. [პუტინს მასთან შეხვედრაზე ვესაუბრე] - მას ამაზე ველაპარაკე", - თქვა ტრამპმა.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს ესაუბრა. ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან მემორანდუმზე მუშაობისთვის, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ.