მედია: იტალიაში ძარცვისა და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

20.05.25 12:10
მედია: იტალიაში ძარცვისა და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიის, ქალაქ ბოლცანოში ძარცვისა და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს", - ინფორმაციას ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

მედიის ცნობით,  43 წლის გ.დ.-მ მაღაზიაში ყოფნისას ქურთუკსა და შარვალში საქონლის დამალვა სცადა, პერსონალის მიერ ფაქტის აღმოჩენის შემდეგ კაცმა გაქცევა სცადა და მათ წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა, თუმცა თანამშრომლებმა პოლიციის მისვლამდე მისი დაკავება მოახერხეს. 

გამოცემა წერს, რომ დაკავებულს თან  დიდი ზომის ცივი იარაღი აღმოაჩნდა. ქალაქ ბოლცანოს ავტონომიური პროვინციის პოლიციის კომისარმა პაოლო სარტორიმ დაკავებული პირისთვის საერთაშორისო დაცვის სტატუსის გაუქმება მოითხოვა, ეროვნული ტერიტორიიდან გაძევების ბრძანების გათვალისწინებით, რომელიც ძალაში ციხიდან გათავისუფლებისთანავე შევა. 

მსგავსი სიახლეები