აშშ-მა ჰარვარდის უნივერსიტეტს 60 მილიონი დოლარის დაფინანსება შეუწყვიტა

პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს 60 მილიონი დოლარის დაფინანსება შეუწყვიტა", - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი აშშ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური სერვისების დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, ამის მიზეზია, რომ უნივერსიტეტმა "კამპუსში ანტისემიტური შევიწროებისა და ეთნიკური დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა ვერ შეძლო".
ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ ანტისემიტური შევიწროებისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მუდმივი უუნარობის გამო, HHS-ი წყვეტს მრავალწლიანი გრანტების გაცემას... მათი სრული ვადის განმავლობაში," - წერია განცხადებაში.