პოზიტიური მოვლენაა, რომ ტრამპმა პუტინთან პირდაპირი კომუნიკაცია დაიწყო - მარკ რუტე

20.05.25 13:01
პოზიტიური მოვლენაა, რომ ტრამპმა პუტინთან პირდაპირი კომუნიკაცია დაიწყო - მარკ რუტე

პოზიტიური მოვლენაა, რომ ტრამპმა პუტინთან პირდაპირი კომუნიკაცია დაიწყო - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინისთვის თავდაცვის ხარჯების გაზრდის საკითხს განიხილავენ.

იანვრის შემდეგ რუსეთთან დისკუსია არ ყოფილა, ამიტომ პოზიტიური მოვლენაა, რომ დონალდ ტრამპმა დაიწყო პირდაპირი კომუნიკაცია რუსეთის პრეზიდენტთან. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკას აქვს კონსულტაციები უკრაინასთან და ევროპის ქვეყნებთან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამერიკას აქვს ლიდერის პოზიცია ამ პროცესში. კარგია, რომ პუტინთან საუბრის შემდეგ ტრამპი მალევე დაეკონტაქტა უკრაინის პრეზიდენტს და ევროპელ ლიდერებს.

დღეს თავდაცვის ხარჯების გაზრდის საკითხს განვიხილავთ. ასევე, იმას, თუ რა უნდა გავაკეთოთ ერთად, რომ უკრაინას ყველაფერი ჰქონდეს, რათა ეს ომი მდგრად დასასრულამდე მივიდეს, იქნება ეს ცეცხლის შეწყვეტა თუ სამშვიდობო შეთანხმება“, - განაცხადა მარკ რუტემ.

 

მსგავსი სიახლეები