სუმის ოლქში სამხედრო ნაწილზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა 6 და დაიჭრა 10-ზე მეტი სამხედრო - ეროვნული გვარდია
უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდლობის ინფორმაციით, სუმის ოლქში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა 6 და დაიჭრა 10-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე.
სარდლობა კონკრეტულ სამხედრო ნაწილს არ ასახელებს და აცხადებს, რომ არსებობს საჰაერო შეტევის საფრთხის პირობებში მოქმედების და პირადი შემადგენლობის თავმოყრისა და უსაფრთხოების წესები, რომელთა სავარაუდო დარღვევის გამო გამოძიება მიმდინარეობს. დაითხოვეს სამხედრო ნაწილის მეთაური.