Reuters: მადრიდში იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი მოკლეს
დღეს, მადრიდში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი, ანდრეი პორტნოვი მოკლეს -სააგენტო Reuters-ი იტყობინება, გასროლა უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ან პირებმა განახორციელეს.
მადრიდის პოლიციის ცნობით, სროლის შესახებ შეტყობინება 09:15 საათზე მიიღეს, თუმცა მსხვერპლის ვინაობა არ დაუკონკრეტებიათ.
რადიოსადგურ Cadena SER-ის ინფორმაციით, პორტნოვს მაშინ ესროლეს, როდესაც საკუთარი შვილები სკოლაში მიჰყავდა.