ესპანეთში იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი ჩაცხრილეს

21.05.25 15:16
ესპანეთში იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი ჩაცხრილეს

ესპანეთში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი, ანდრეი პორტნოვი მოკლეს.

შემთხვევა მადრიდის პოსუელო-დე-ალარკონის გარეუბანში, „კოლეჯიო ამერიკანოში“ კერძო სკოლის მახლობლად მოხდა.

El Pais-ის ჟურნალისტების თქმით, პორტნოვი დღეს დილით გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მას 2-3-მა ადამიანმა 5-ჯერ ესროლა.

მედიის ცნობით, პორტნოვს გულმკერდის არეში ოთხი, თავის არეში კი ერთი ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. ინციდენტი სკოლის შესასვლელთან მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, სკოლის კართან პორტნოვს მოტოციკლით მამაკაცი ელოდებოდა, როდესაც მას მსხვერპლი მიუახლოვდა, ესროლა და გაიქცა.

ამ დროისთვის დაკავებულები არ არიან. სკოლამ არ იცის, არის თუ არა ის რომელიმე მოსწავლის მამა - აღნიშნავს გამოცემა.

ანდრეი პორტნოვი 2011 -2014 წლებში იანუკოვიჩის მრჩეველი იყო.

მსგავსი სიახლეები