მედია: საბერძნეთში, კაცის მკვლელობაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს, 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

21.05.25 18:08
მედია: საბერძნეთში, კაცის მკვლელობაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს, 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ბერძნული მედია იტყობინება, რომ საბერძნეთში, კაცის მკვლელობისთვის დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 39 წლის კაცმა 58 წლის კაცი ავტომობილით გაიტანა, რის შედეგადაც ის დაიღუპა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულსა და მოკლულს შორის უთანხმოება არსებობდა. მედია წერს, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებდა და ამტკიცებდა, რომ საჭე ვერ დაიმორჩილა. 

მსგავსი სიახლეები