მედია: დიდი ბრიტანეთი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 5.4 მილიონ დოლარს გამოყოფს

21.05.25 19:00
მედია: დიდი ბრიტანეთი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 5.4 მილიონ დოლარს გამოყოფს

დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების მინისტრმა, ჯენიფერ ჩეპმენმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 5.4 მილიონ დოლარს გამოყოფს.

ღაზაში ძალიან ცოტა ჰუმანიტარული დახმარების მანქანა შედის. დიდი ბრიტანეთი ნათლად აცხადებს, რომ პალესტინელი ხალხის ტანჯვის გახანგრძლივებით ისრაელი უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს“, - განაცხადა ჯენიფერ ჩეპმენმა.

ცნობისთვის, გუშინ, 20 მაისს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და კანადის მთავრობებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. სამმა ქვეყანამ ისრაელს "განახლებული სამხედრო შეტევების შეწყვეტისკენ" მოუწოდა. 

მსგავსი სიახლეები