ბენიამინ ნეთანიაჰუ: მზად ვარ დავასრულო ომი მკაფიო პირობებით

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ომის დასასრულებლად მზად არის, თუმცა ბენიამინ ნეთანიაჰუ მკაფიო პირობებს აყენებს.
მისი თქმით, უნდა შესრულდეს პირობები, რომლებიც უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას.
მზად ვარ, დავასრულო ომი მკაფიო პირობებით, რომლებიც უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას: ყველა მძევალი დაბრუნდება სახლში, „ჰამასი“ დაყრის იარაღს, გადადგება ხელისუფლებიდან, მისი ხელმძღვანელობა გაძევებული იქნება სექტორიდან, ანუ ვინც კი დარჩა მათგან. ღაზა სრულად განიარაღდება და ჩვენ განვახორციელებთ ტრამპის გეგმას, გეგმას, რომელიც სწორია და რევოლუციური“, - თქვა ნეთანიაჰუმ.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ღაზაში მცხოვრებლებს, რომლებსაც სურთ იქაურობის დატოვება, შეძლებენ ამის გაკეთებას.