მედია: დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ პუტინს ომის დასრულება არ სურს, რადგან მიაჩნია, რომ იმარჯვებს

22.05.25 12:49
მედია: დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ პუტინს ომის დასრულება არ სურს, რადგან მიაჩნია, რომ იმარჯვებს

დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება არ სურს, რადგან მიაჩნია, რომ იმარჯვებს, - ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის, ემანუელ მაკრონს, ფრიდრიხ მერცს, ჯორჯია მელონისა და ურსულა ფონ დერ ლაიენს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში ომის დასრულება არ სურს.

ამასთან, გამოცემა იტყობინება, რომ დონალდ ტრამპი ევროპელ ლიდერებს ვლადიმერ პუტინთან აუდიენციამდე ერთი დღით ადრეც ესაუბრა , თუმცა მაშინ აღნიშნა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ომის დასრულებაზე უარს იტყოდა, შეიძლება სანქციები დაეწესებინა.

მსგავსი სიახლეები