პუტინი აცხადებს, რომ უკრაინასთან ბუფერული ზონა შეიქმნება

23.05.25 10:39
პუტინი აცხადებს, რომ უკრაინასთან ბუფერული ზონა შეიქმნება

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინასთან ბუფერული ზონა შეიქმნება. რუსული მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია, რომ ამ საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. დეტალები უცნობია. 

რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკვე მიღებულია გადაწყვეტილება საზღვრის სიგრძეზეც.


მიღებულია გადაწყვეტილება საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნის შესახებ და ჩვენი სამხედროები ასრულებენ ამ ამოცანას,
– განაცხადა პუტინმა რუსულ მედიასთან. 

რუსი დიქტატორი ირწმუნება, რომ ამ გზით მოსკოვს სურს შეაჩეროს სასაზღვრო ტერიტორიების დაბომბვა, კერძოდ, ბელგოროდის, კურსკის და ბრაიანსკის რეგიონები. 

მსგავსი სიახლეები