შეთანხმების პირველი ეტაპი განხორციელდა, ტყვეების პირველი ნაწილი დავაბრუნეთ-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეთანხმების პირველი ეტაპი განხორციელდა და ტყვეების პირველი ნაწილი დააბრუნეს.
როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, გაცვლის გაგრძელებას შაბათ-კვირას კვლავ ელოდებიან.
ჩვენ ჩვენი ხალხი სახლში მიგვყავს. „1000-დან-1000-ად“ გაცვლითი შეთანხმების პირველი ეტაპი განხორციელდა. ამ შეთანხმებას თურქეთში მოლაპარაკებების დროს მივაღწიეთ და მნიშვნელოვანია მისი სრულად განხორციელება. დღეს - 390 ადამიანი [დავაბრუნეთ]. შაბათს და კვირას ველოდებით გაცვლის გაგრძელებას. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც გვეხმარება, ვინც 24/7-ზე მუშაობს იმისთვის, რათა უკრაინელები სახლში დაბრუნდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა დავაბრუნოთ, ვინც ტყვეობაშია. ვამოწმებთ თითოეულ გვარს, ინფორმაციას. გავაგრძელებთ ჩვენ დიპლომატიურ სამსახურს, რათა ასეთი ნაბიჯები შესაძლებელი გახდეს", - წერს ზელენსკი.