ამერიკელმა მოსამართლემ დროებით შეაჩერა ტრამპის შეზღუდვა, რომლითაც ჰარვარდს უცხოელი სტუდენტების მიღება ეკრძალებოდა

Reuters-ი იტყობინება, რომ ამერიკელმა ფედერალურმა მოსამართლემ, ელისონ ბეროუზმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღების უფლებამოსილება ზეღუდვოდა, დროებით შეაჩერა.
ბოსტონის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ საჩივარში ჰარვარდის უნივერსიტეტი ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აშშ-ის კონსტიტუციისა და სხვა ფედერალური კანონების დარღვევად აფასებს.