დანით შეიარაღებულმა ქალმა ჰამბურგის რკინიგზის სადგურზე 18 ადამიანი დაჭრა

24.05.25 10:21
დანით შეიარაღებულმა ქალმა ჰამბურგის რკინიგზის სადგურზე 18 ადამიანი დაჭრა

გუშინ ღამით გერმანიის ქალაქ ჰამბურგში დანით თავდახმის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ოთხი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო ექვსი მათგანი მძიმედ არის დაჭრილი.

თავმდამსხმელი 39 წლის ქალია. ის პოლიციამ უკვე დააკავა. 

„ჯერჯერობით არ გვაქვს მტკიცებულება იმისა, რომ ქალი პოლიტიკური მოტივით მოქმედებდა“, - განაცხადა ჰამბურგის პოლიციის პრესსპიკერმა, ფლორიან აბენსეტმა.

მსგავსი სიახლეები