თავდასხმა 14 ბალისტიკური რაკეტითა და 250 დრონით - რუსების მორიგი იერიში უკრაინაზე

24.05.25 11:10
თავდასხმა 14 ბალისტიკური რაკეტითა და 250 დრონით - რუსების მორიგი იერიში უკრაინაზე

რუსების მორიგი იერიში - ოკუპანტმა ქვეყანამ უკრაინას 14 ბალისტიკური რაკეტითა და 250 დრონით შეუტიეს.ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდასხმის შედეგად კიევის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ხარკოვის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაზარალდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული „ისკანდერ-M/KN-23“ ტიპის 6 ბალისტიკური რაკეტა და 128 დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 117 დრონი ლოკაციურად დაიკარგა.

 

მსგავსი სიახლეები