სიბიგა: სტამბოლში გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთი "სამშვიდობო მემორანდუმის" ნაცვლად დრონებსა და რაკეტებს გზავნის

სტამბოლში გამართული შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ რუსეთი "სამშვიდობო მემორანდუმის" ნაცვლად დრონებსა და რაკეტებს გზავნის, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებულ იერიშს.
რიგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი წერს, სამშვიდობო პროცესის დასაჩქარებლად მოსკოვზე სანქციების გზით ზეწოლა უნდა გაიზარდოს.
კიდევ ერთი ხმაურიანი ღამე კიევსა და სხვა ოლქებში. საჰაერო თავდაცვა რუსული საჰაერო იერიშების მოსაგერიებლად განუწყვეტლივ მუშაობს. სტამბოლის შეხვედრიდან ერთი კვირა გავიდა და რუსეთს ჯერ კიდევ არ გამოუგზავნია თავისი „სამშვიდობო მემორანდუმი“. ნაცვლად ამისა, რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სასიკვდილო დრონებსა და რაკეტებს გზავნის. ეს არის რუსეთის პასუხი საერთაშორისო სამშვიდობო მცდელობებზე და ნათელი დასტურია იმისა, რომ სამშვიდობო პროცესის დასაჩქარებლად მოსკოვზე სანქციების გზით ზეწოლა უნდა გაიზარდოს“, - წერს ანდრეი სიბიგა.