აშშ-მა სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის პროცესი დაიწყო

24.05.25 12:30
აშშ-მა სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის პროცესი დაიწყო

აშშ-მა სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის პროცესი დაიწყო -  Reuters-ის ინფორმაციით,  შტატების სახაზინო დეპარტამენტმა უკვე გამოსცა პირველი ოფიციალური ლიცენზია. 

ამ დოკუმენტის თანახმად, სირიის ახალ დროებით მთავრობას, ქვეყნის ცენტრალურ ბანკს და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ კომპანიებს საერთაშორისო ტრანზაქციებში ჩართვის უფლება ექნებათ.

დონალდ ტრამპის გუნდში ამბობენ, რომ ვაშინგტონის მიერ ამოქმედებულმა სანქციებმა თავის როლი უკვე შეასრულა, ახლა კი დროა სანქციები მოიხსნას.

მსგავსი სიახლეები