ზელენსკი: ყოველი თავდასხმის შემდეგ მსოფლიო სულ უფრო და უფრო რწმუნდება, რომ ომის გახანგრძლივების მიზეზი მოსკოვია

24.05.25 12:45
ზელენსკი: ყოველი თავდასხმის შემდეგ მსოფლიო სულ უფრო და უფრო რწმუნდება, რომ ომის გახანგრძლივების მიზეზი მოსკოვია

"ყოველი ასეთი თავდასხმის შემდეგ მსოფლიო სულ უფრო და უფრო რწმუნდება, რომ ომის გახანგრძლივების მიზეზი მოსკოვია", - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებულ იერიშს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი წერს, რუსული ძალების საჰაერო იერიშების შემდეგ კიევში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

უკრაინამ არაერთხელ გააკეთა ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება, როგორც სრული, ისე მხოლოდ ჰაერში. ამ ყველაფრის იგნორირება მოხდა. ნათელია, რომ შედეგების მისაღწევად და რეალური დიპლომატიის დასაწყებად რუსეთზე გაცილებით დიდი ზეწოლაა საჭირო. ჩვენ სანქციებთან დაკავშირებულ ნაბიჯებს აშშ-ის, ევროპისა და ჩვენი ყველა პარტნიორისგან ველით. მხოლოდ რუსეთის ეკონომიკის ძირითადი სექტორების მიმართ დაწესებული დამატებითი სანქციები აიძულებს მოსკოვს ცეცხლის შეწყვეტას...

ღამით ქალაქში არაერთი ხანძარი და აფეთქება მოხდა. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, ავტომობილები და ბიზნესები. სამწუხაროდ, არიან დაშავებულები“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მსგავსი სიახლეები