"307 უკრაინელი დამცველი სახლშია" - რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა
რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სტამბოლში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე რუსეთმა უკრაინას 307 ტყვე გადასცა.
ორი ქვეყანა ჯამში ათას-ათას მძევალს გაცვლის. ეს პროცესი 25 მაისამდე გაგრძელდება.
307 უკრაინელი დამცველი სახლშია, დღეს თურქეთში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში „ათასი-ათასზე“ გაცვლის მეორე დღეა. სულ, ამ ორი დღის განმავლობაში სახლში 697 ადამიანი დაბრუნდა. ველით, რომ ეს პროცესი ხვალაც გაგრძელდება“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. ჩვენი მიზანი რუსეთის ტყვეობიდან ყველა ადამიანის დაბრუნებაა. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობას, რათა ეს შესაძლებელი გახდეს", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
შეგახსენებთ, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მასშტაბური გაცვლის პირველი ეტაპი გუშინ შედგა. მხარეებმა 390 ადამიანი გაცვალეს, მათ შორის 270 სამხედრო მოსამსახურე და 120 სამოქალაქო პირი.