WSJ: ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმდინარე კვირაში დაწესებას განიხილავს

27.05.25 10:10
WSJ: ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმდინარე კვირაში დაწესებას განიხილავს

    აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მიმდინარე კვირაში დაწესების შესაძლებლობას განიხილავს - ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

WSJ წერს, რომ ტრამპი იმედგაცრუებულია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაზე თავდასხმების გაგრძელებით და სამშვიდობო მოლაპარაკებების ნელი ტემპით.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, შეზღუდვები, სავარაუდოდ, ახალ საბანკო სანქციებს არ მოიცავს, თუმცა განიხილება სხვა ვარიანტებიც, რათა რუსეთის ლიდერი აიძულონ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დათმობებზე წავიდეს, მათ შორის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე.

გამოცემა წერს, რომ შესაძლოა, ტრამპმა ახალი სანქციები არ დააწესოს და მოლაპარაკებების პროცესი მიატოვოს.

„იმ ადამიანების განცხადებით, ვინც ტრამპის მოსაზრებებს იცნობენ, ის დაიღალა სამშვიდობო მოლაპარაკებებით და განიხილავს, საერთოდ მიტოვოს ის, თუ საბოლოო ძალისხმევა შედეგს არ გამოიღებს“, - წერს The Wall Street Journal-ი.

მსგავსი სიახლეები