Reuters: ზელენსკი დღეს ფრიდრიხ მერცს შეხვდება
Reuters-ი გერმანიის მთავრობაზე დაყრდნობით ვოლოდიმირ ზელენსკის და ფრიდრიხ მერცის შეხვედრის შესახებ იტყობინება.
გერმანიის მთავრობის ცნობით, ქვეყნის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს ბერლინში, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში მიიღებს.
„ვიზიტის მთავარი თემა უკრაინის მიმართ გერმანიის მხარდაჭერა და ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის ძალისხმევა იქნება“, - ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმების უფლება მისცეს.