ტრამპი: ორი კვირის განმავლობაში გავიგებთ, პუტინი სამშვიდობო პროცესში ყალბად არის დაინტერესებული თუ არა

28.05.25 23:14
ტრამპი: ორი კვირის განმავლობაში გავიგებთ, პუტინი სამშვიდობო პროცესში ყალბად არის დაინტერესებული თუ არა

ორი კვირის განმავლობაში გავიგებთ, პუტინი სამშვიდობო პროცესში ყალბად არის დაინტერესებული თუ არა, თუ ყალბადაა დაინტერესებული, ცოტა სხვაგვარი პასუხი გვექნება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის იმედგაცრუებულია მოლაპარაკებების პერიოდში რუსეთის ქმედებებით, რომელსაც მშვიდობიანი ადამიანების სიკვდილი მოჰყვა.

ამას ვერ გეტყვით, მაგრამ დაახლოებით ორ კვირაში, ორ კვირაში შეგატყობინებთ... ჩვენ ამას ძალიან მალე გავარკვევთ... ამის გარკვევას დაახლოებით კვირანახევარი ან ორი კვირა დასჭირდება. ჩვენ გვყავს ბატონი უიტკოფი, რომელიც ფენომენალურ საქმეს აკეთებს და მათ ახლა ძალიან მკაცრად ექცევა... როგორც ჩანს, რაღაცის გაკეთება უნდათ, მაგრამ სანამ დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ, ვერაფერს გეტყვით. ამის თქმა არავის შეუძლია... შემიძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა - ადამიანები მოკლეს იმ პერიოდში, რასაც თქვენ მოლაპარაკებებს უწოდებთ" - განაცხადა  დონალდ ტრამპმა.

მსგავსი სიახლეები