ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს

29.05.25 10:19
ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს

BBC -ის ინფორმაციით, აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკიდონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს. 

მასკმა ტრამპს მადლობა გადაუხადა, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის, DOGE-ის, მართვის შესაძლებლობა მისცა.

„რადგან ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის, თანამდებობაზე ყოფნის დრო იწურება, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უსარგებლო ხარჯების შემცირების შესაძლებლობის მოცემისთვის. DOGE-ის მისია დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება, რადგან ის მთელი მთავრობის ცხოვრების წესად იქცევა“, - წერს მასკი X-ზე.

დასავლური მედიის ინფორმაციით, თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ მასკის გათავისუფლება დაუყოვნებლივ დაიწყება.

მსგავსი სიახლეები