სასამართლომ ტრამპის ტარიფები დაბლოკა

29.05.25 10:30
სასამართლომ ტრამპის ტარიფები დაბლოკა

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების ამოქმედება დაბლოკა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"ტრამპმა იმპორტზე გლობალური ტარიფების დაწესებით უფლებამოსილებას გადაამეტა და ტარიფები უნდა დაიბლოკოს"- წერია გადაწყვეტილებაში, რომელიც 28 მაისს მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ მიიღო.

ტრამპის ტარიფები სასამართლოში იურიდიულ ფირმამ Liberty Justice Center-მა გაასაჩივრა, რომელიც მცირე ბიზნესის წარმომადგენელი რამდენიმე კომპანიის ინტერესებს იცავს.

კოლეგიამ მიიჩნია, რომ სპეციალური ეკონომიკური უფლებამოსილებების კანონი, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა ტარიფების დაწესების საფუძვლად გამოიყენა, მას არ აძლევს გადასახადების თითქმის მთელი მსოფლიოსთვის დაწესების უფლებას, აშშ-ის კონსტიტუცია კი კონგრესს ანიჭებს სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის საკითხების გადაწყვეტის უფლებამოსილებას, რომელსაც ვერ გააუქმებს ეკონომიკის დასაცავად პრეზიდენტისთვის მინიჭებული უფლებამოსილება.

მსგავსი სიახლეები