ხარკოვსა და ოდესაზე დრონებით შეტევა იყო - დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან

30.05.25 10:03
ხარკოვსა და ოდესაზე დრონებით შეტევა იყო - დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა ღამით უკრაინის ხარკოვის ოლქს და ოდესის ოლქებს დრონებით შეუტიეს. 

ქალაქ ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით,  რუსული დრონებით მასიური თავდასხის შედეგად დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია.

 „შაჰედის“ ტიპის 8 დრონით დარტყმა იყო ქალაქის სლობოდსკის რაიონში მდებარე ტროლეიბუსების დეპოზე. 

„მიმდინარეობს ზარალის მონაცემების დაზუსტება. დარტყმის ადგილზე ხანძარია“, - დაწერა მერმა სოციალურ ქსელში.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით წუხანდელი შეტევის შედეგად ოდესის ოლქში განადგურებულია ფოსტის შენობა.

მსგავსი სიახლეები