ტრამპი ადასტურებს, რომ პარასკევი ილონ მასკის ბოლო სამუშაო დღე იქნება

30.05.25 10:16
ტრამპი ადასტურებს, რომ პარასკევი ილონ მასკის ბოლო სამუშაო დღე იქნება

პარასკევი ილონ მასკის ბოლო სამუშაო დღე იქნება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელის თანამდებობაზე- ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ადასტურებს და ამობს, რომ დღეს ერთობლივი პრესკონფერენცია ექნებათ.

„ილონ მასკთან ერთად ოვალურ კაბინეტში პრესკონფერენცია მექნება. ეს მისი ბოლო დღე იქნება, თუმცა სინამდვილეში არა, რადგან ის ყოველთვის ჩვენთან იქნება და ყველანაირად დაგვეხმარება. ილონი შესანიშნავია!“,- წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

შეგახსენებთ, ილონ მასკმა გუშინ განაცხადა, რომ მისი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის, თანამდებობაზე ყოფნის ვადა იწურება.

მსგავსი სიახლეები