რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლები დაესწრებიან - კელოგი

ომის სამშვიდობო მოლაპარაკებები - 2 ივნისის შეხვედრას სტამბოლში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის უსაფრთხოების მრჩევლებიც დაესწრებიან. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
კელოგის თქმით, აშშ-მ უკრაინისგან მიიღო 22-პუნქტიანი მემორანდუმი, რომელშიც აღწერილია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებები.
მისი განცხადებით, უკრაინას ჯერ არ მიუღია რუსეთის მემორანდუმი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებებით. კელოგმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ პასუხის ამ არარსებობამ, შეიძლება, სტამბოლში დაგეგმილი მოლაპარაკებებიდან უკრაინის დელეგაციის გასვლა.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მუშაობს ამ ომის შესაჩერებლად და მკვლელობების დასასრულებლად. ველოდებით რუსეთის მემორანდუმის მიღებას, რომელსაც ერთი კვირის წინ დაგვპირდა. ცეცხლის შეწყვეტა ახლავე," - განაცხადა მან.