თბილისსა და მოსკოვს ერთმანეთის კარგად ესმით - კარასინი "ოცნების" მუშაობით კმაყოფილია

თბილისსა და მოსკოვს ერთმანეთის კარგად ესმით - გრიგორი კარასინი "ქართული ოცნების" მუშაობით კმაყოფილია. რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ოკუპანტ ქვეყანასა და საქართველოს შორის ურთიერთობებს "გააქტიურების ტენდენცია ახასიათებს".
პუტინის სანდო კაცის თქმით, ის კმაყოფილი იქნებოდა, თუ რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგებოდა.
ვფიქრობ, მოსკოვსა და თბილისს ერთმანეთის კარგად ესმით. მთავარია, ამ ურთიერთობებს ევროპელებმა ხელი არ შეუშალონ, რომლებიც ახლა ზელენსკის არაგონივრული საქმეების გაკეთებას აიძულებენ. ისინი საქართველოს ხელში ჩაგდებას ცდილობენ", - განაცხადა კარასინმა.
კარასინმა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო გააქტიურებაზეც ისაუბრა.
„საჰაერო მიმოსვლის გააქტიურების, მათ შორის პირდაპირი ფრენების საკითხი დგას. ეს პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ მისი დაჩქარება საჭირო არ არის“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.