საფრთხე, რომელსაც ჩინეთი წარმოადგენს, რეალურია და შესაძლოა, გარდაუვალიც კი - აშშ-ის თავდაცვის მდივანი
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა სინგაპურში, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ საფრთხე, რომელსაც ჩინეთი წარმოადგენს, რეალურია და შესაძლოა, გარდაუვალიც კი.
მისი თქმით," ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ პეკინი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ძალთა ბალანსის შესაცვლელად სამხედრო ძალის პოტენციური გამოყენებისთვის ემზადება".
პიტ ჰეგსეტმა აღნიშნა, რომ ჩინეთის მიერ ტაივანის დაპყრობის მცდელობას "ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის დამანგრეველი შედეგები მოჰყვება".
ცოტა ძნელი დასაჯერებელია ამას რომ ვამბობ, მაგრამ ევროპაში რამდენიმე ვიზიტის შემდეგ და პრეზიდენტ ტრამპის დამსახურებით, აზიელმა მოკავშირეებმა ევროპულ ქვეყნებს უნდა მიბაძონ. ნატო-ს წევრები, გერმანიაც კი, ვალდებულებას იღებენ, რომ თავდაცვაზე მშპ-ს 5%-ს დახარჯავენ. ევროპის ქვეყნების მიერ ამის გაკეთებას აზრი არ აქვს, მაშინ როცა აზიაში მთავარი მოკავშირეები კიდევ უფრო ძლიერი საფრთხის პირობებში, თავდაცვაზე უფრო ნაკლებს ხარჯავენ“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.