მერცი ვაშინგტონში ტრამპს შეხვდება - რაზე ისაუბრებენ

01.06.25 10:12
მერცი ვაშინგტონში ტრამპს შეხვდება - რაზე ისაუბრებენ

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მომავალ კვირას ვაშინგტონში გაემგზავრება, სადა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან პირველ შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ Bloomberg-ი გერმანიის მთავრობის სპიკერზე, სტეფან კორნელიუსზე დაყრდნობით იუწყება. 

მისი თქმით, ლიდერების მოლაპარაკებების დროს მთავარი ყურადღება გამახვილდება რუსეთის ომზე უკრაინის წინააღმდეგ, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე და სავაჭრო პოლიტიკაზე.

გამოცემამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მერცს ექნება შესაძლებლობა, გადასცეს თავისი პოზიცია ტრამპს, განსხვავებით მისი წინამორბედი ოლაფ შოლცისგან, რომელსაც არასოდეს მიუღია მოწვევა თეთრ სახლში მას შემდეგ, რაც ღიად დაუჭირა მხარი აშშ-ს წინა პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და დემოკრატ კანდიდატს კამალა ჰარისს.

მსგავსი სიახლეები