განგაში და ქაოსი რუსეთში - უკრაინამ რუსული აეროდრომები წელიწადნახევრიანი მზადების შემდეგ ააფეთქა
საიდუმლო მისია კოდური სახელით "ობობის ქსელი" და განადგურებული 41 რუსული თვითმფრინავი - უკრაინამ რუსეთის სამხედრო ავიაციას უდიდესი დარტყმა მიაყენა. აღარ არსებობს ბირთვული იარაღის მატარებელი ბომბდამშენები. სამხედრო აეროდროომები ახლაც იწვის.
ეს რუსეთის ტერტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დივერსიაა. წინასწარი მონაცემებით, ზარალი ორ მილიარდ დოლარზე მეტია.
სპეცოპერაციისთვის საჭირო ნივთები უკრაინის დაზვერვამ რუსეთში ნაწილ-ნაწილ შეიტანა - ჯერ დრონები, შემდეგ მოძრავი ხის კოტეჯები. სტრატეგიულ ობიექტებთან მოთავსებული სახლების სახურავები გადამწყვეტ მომენტში დისტანციურად გაიხსნა და დრონები რუსეთის აეროდრომების გასანადგურებლად გაფრინდნენ.
ავიაბაზების დასაბომბად უკრაინელებმა ხელოვნური ინტელექტით მართული კამიკაძე დრონები გაუშვეს. ეს დრონები წინასწარ განსაზრვულ სამიზნებზე ავტონომიურად მოქმედებდნენ, რამაც სპეცოპერაცია წარმატებით დაასრულა.
ოპერაციას პირადად აკონტროლებდა უკრაინის პრეზიდენტი. მედიის ინფორმაციით, საიდუმლო მისიის ყველა მონაწილე უსაფრთხოდააა და უკვე სამშობლოში იმყოფება.
არსებული ინფორმაციით, უკრაინამ წინასწარ აცნობა ტრამპის ადმინისტრაციასაც, რომ იერიშების მიტანას რუსეთის სტრატეგიულ ავიაბაზებზე აპირებდა.
სპეცოპერაცია კრემლში ტერორისტულ თავდასხმად შეაფასეს. შაბლონურ განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ იერიშებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
აღსანიშნავია ასევე, რომ ხვალ სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპრაკებების მორიგი რაუნდი უნდა გაიმართოს.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.